
უპირატესობები UCMAS
Ჩვენი მიზანია ბავშვებისთვის სრულიად გამორჩეული აქტივობებით განსხვავებული განათლების მიწოდება, რომელიც განაპირობებს მათი ტვინის გააქტიურებას მოცემულ ასაკში ისე, რომ ბავშვი იძენს ახალ უნარებს და მომავალში აბსოლუტურად მომზადებული ხვდება ყველა ცხოვრებისეულ თუ კარიერულ გამოწვევას.
ჩვენს პროგრამაში ბავშვების გონება მიმართულია შემდეგი უნარების გაძლიერებისაკენ: კონცენტრაცია, დაკვირვება, მეხსიერება, წარმოსახვის უნარი, შემოქმედებითობა, მსჯელობის უნარი, ასახვა, ანალიტიკური უნარი და თავჯადერებულობა, ამ უნარების ერთობლიობას შემოკლებით ვუწოდებთ C.O.M.I.C. J.A.R.S (Concentration, Observation, Memory, Imagination, Creativity, Judgement, application, Reasoning and Self Confidence)
Უფრო მეტიც, არაერთი სამეცნიერო კვლევით დასტურდება UCMAS პროგრამის შედეგები, მათ შორის, მაგალითად სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევამ გვაჩვენა, რომ UCMAS პროგრამა თანაბრად ზრდის ემოციურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს (IQ და EQ). ამასთანავე, ჰარვარდისა და მასაჩუსეტსის უნივერსიტეტიდან მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევები UCMAS სწავლების პროცესზე და კვლევის დასკვნის თანახმად, პროგრამა ავითარებს ისეთ ცხოვრებისეულ კოგნიტურ უნარებს, როგორიცაა: ყურადღება, მეხსიერება, აღქმის უნარი, შეფასების უნარი…
Მოკლედ რომ ვთქვათ, UCMAS არის პროგრამა, რომელიც ავითარებს კოგნიტურ უნარებს და მყარ საფუძველს უყრის მათემატიკურ გამოთვლებს, რომელიც, თავის ხმრივ, ძლიერი მათემატიკური უნარების გამომუშავების წინაპირობაა.