Ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ბავშვი, არ აქვს მნიშვნელობა სად და როდის, იმსახურებს თანაბარ უფლებას, მიიღოს უკეთესი განათლება ხარისხიანი ცხოვრებისთვის. Კომპანია SMARTMAN მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს და განავითაროს პროგრესული განათლების იდეა საქართველოში. Ჩვენი გუნდი საქართველოს ყველა რეგიონში საგანმანათლებლო სექტორის ინფორმაციულ დეფიციტს ავსებს არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამების ჩამოტანით.
Ჩვენს კომპანიაში სწავლებისა და განვითარების ტრადიციულ პროგრამებს არ ვთავაზობთ. Პირიქით, ჩვენი მიდგომაა მუდმივად განვითარებადი პროგრამებისკენ სწრაფვა, რომელიც ეხმარება დღევანდელ პროფესიონალებს უკეთესი მომავლის შექმნაში. Განათლება მომავლის საუკეთესო ინვესტიციაა ჩვენი შვილებისთვის, მათთვის, ვინც ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნის.
Საჰარ ჰარბი, UCMAS ეროვნული ფრენჩაიზის მფლობელი